ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"სანამ კანონი ძალაშია, საქართველოსთან, EU-ში გაწევრიანების პროცესში, შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს" |...

“სანამ [რუსული] კანონი ძალაშია, საქართველოსთან, EU-ში გაწევრიანების პროცესში, შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს” | ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ბუნდესტაგი დაჟინებით მოითხოვს, რომ სანამ [რუსული] კანონი ძალაშია, საქართველოსთან, EU-ში გაწევრიანების პროცესში, შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს”, – ამის შესახებ რეზოლუციაშია საუბარი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ მიიღო – რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება:

რეზოლუციაში საუბარია “ქართული ოცნების” მმართველობასა და ანტიევროპულ კურსზე, მათ მიერ მიღებულ რუსულ კანონზე, ასევე ავტორიტარიზმსა და 26 ოქტომბრის არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირებების გამყარებაზე. 

“პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული”, – წერია რეზოლუციაში და აქვე, აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” ხელმძვანელობა ცდილობს “სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას”. 

გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, “ზედმიწევნით ადევნოს თვალი საქართველოში არსებულ სიტუაციას, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს”.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები | ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.  რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და "ქართულ ოცნებას" ე.წ....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა