ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოს ნეიტრალიტეტი ანუ რუსული კანონი ორი - რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოს ნეიტრალიტეტი ანუ რუსული კანონი ორი – რა უნდა ვიცოდეთ

აგენტების შესახებ რუსული კანონის ჩავარდნის შემდგომ საქართველოს კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ და მისმა არაფორმალურმა მმართველმა ქართული დემოკრატიის და სუვერენიტეტის დასამარების ახალი გეგმა შეიმუშავა, ძალაუფლების გასამყარებლად,  რომელიც მშვიდობის საბაბით საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადებას აპირებს, რომლითაც ამ საკითხში გაუთვითცნობიერებული ადამიანების თაღლითურად შეცდომაში შეყვანას შეეცდება.

დავიწყოთ იმით, რომ ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადებას პირველ რიგში სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე მეზობლებთან დადგენილი და აღიარებული საზღვრები, რაც საქართველოს ოთხი მეზობლის შემთხვევაში საზღვრის დემარკაცია, დემილიტარიზაცია მხოლოდ თურქეთთან აქვს, აქვე მცირე განმარტების სახით, ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში რას აპირებს ხელისუფლება, მეზებლებს სადაო ტერიტორიები აჩუქოს თუ მის შემოერთებისთვის ომი გამოუცხადოს?

ინიციატორები თავშივე აბსურდის თეორიას ანვითარებენ თუ გონია ვინმეს ჩრდილოელი მეზობლისგან ოკუპირებულ ქვეყანას თუნდაც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა აღიარებს ან გარანტად ჩაუდგება მის ნეიტრალიტეტს.

რაც შეეხება ნეიტრალურ ქვეყანას აქ პირველ რიგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი უახლოესი მეზობლების გარანტიებს, თავდაუსხმელობის და ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ.

როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას და პროექტის ინიციატორს ვინ ჩაუდგება გარანტად საქართველოს: რუსეთი, ირანი თუ თურქეთი (ეს უკანასკნელი ნატოს წევრი ქვეყანა გახლავთ და კონფლიქტის წარმოშობის და ჩართვის შემთხვევაში უნდა ამუშავდეს „ნატოს“ მეხუთე მუხლი).

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში შექმნა ახალი მსოფლიო დღის წესრიგი და ისეთი ნეიტრალური ქვეყნების (ფინეთი, შვედეთი), რომლებიც თითქმის საუკუნე და ზოგიც უფრო მეტი გაერთიანდნენ ისეთ მსოფლიოს ყველაზე დაცულ ორგანიზაციაში, როგორიც არის „ნატო“.

რატომ იბრძვის რუსი ოლიგარქი და მისი ხელისუფლება ამ ახალი ინიციატივით ე.წ. ნეიტრალიტეტისკენ და რატომ უჭერს მხარს ოკუპანტი რუსეთი? ამას აქვს მინიმუმ ორი საფუძველი, პირველი ის, რომ ცივილიზებული ქვეყნების ორბიტიდან ჩამოშორების შემთხვევაში ძალიან გაუმარტივდება არაფორმალურ მმართველს ავტორიტარული ქვეყნის შექმნა და უსასრულოდ მართვა თავისი მარიონეტების მეშვეობით და მეორე, რატომ აწყობს რუსეთს საქართველოს ნეიტრალიტეტი, ძალიან მარტივია, ძალიან მარტივად ხდება საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი საკბილო.

P.S. 1921 წლის რუსეთის ინტერვენციას საქართველოში, რა უძღვოდა წინ? საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი ნეიტრალიტეტის შესახებ (იმ შემთხვევაში საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არგანთავსების შესახებ).

ყველაზე მნიშვნელოვანი გაითვალისწინეთ, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ კონტექსტს შეიცავს, მეორედ მოგვეცა შანსი ევროკავშირის კანდიდატის წევრობაზე, რაც რეალისტურია და დაადასტურეს ჩვენმა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელსაც საბოტაჟს უწობს საქართველოს ხელისუფლება მისი არაფორმალური მმართველის და რუსეთის ხელისუფლების დავალებით.

ჩვენ უკვე ამოვარდით ევროკავშირის წებრობის სამეულიდან და ძალიან ბევრი უკვე დავკარგეთ, ამ შანსის გაშვება ნიშნავს რუსულ ჭაობში ქართული სახელმწიფოს ჩაძირვას და დიდი ალბათობით მის განადგურებასაც კი.

დღეს წყდება ქართული სახელმწიფოს და მისი მომავლის ბედი, რაც სრულად დამოკიდებულია ქართველი ერის და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე.

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი – რუსული დაზვერვა გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩარევას და შემდეგ, საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის დახმარებით, ქვეყნის დაბრუნებას კრემლის გავლენის ქვეშ

ხრისტო გროზევი - რუსული დაზვერვის გაჟონვა აჩვენებს, რომ პუტინს საქართველოში არჩევნების გაყალბება სურს. რუსული დაზვერვა გეგმავს შაბათს საქართველოს არჩევნებში ჩარევას და შემდეგ, საქართველოს პრორუსული მმართველი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა