სამშაბათი, აპრილი 22, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მკაფიოდ შეცვლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და...

საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მკაფიოდ შეცვლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნებიდან აქტიურად დაიწყო ურთიერთობების გადახედვა, რამაც პირველი უმძიმესი შედეგები უკვე დადო

1.      აშშ-მ პირველ ეტაპზე შეაჩერა თავდაცვის სამინისტროსთან გაურკვეველი დროით ერთობლივი წვრთვნები;

2.      მომავალი წლის ბიუჯეტში ქართული ჯარისთვის ამოღებულია სამხედრო დახმარება (ათეულობით მილიონი დოლარი);

3.      ხელისუფლებაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება) დაუწესა სანქციები, სავიზო შეზღუდვები, რასაც სავარაუდოდ აშშ-ს კონგრესსა და სენატში ორპარტიული ერთობლივი „მეგობრობის“ კანონპროექტის შემდგომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს დაუწესდება ფინანსური სანქციები.

4.      აშშ-ს სენატში CIA-ს შეფის მოსმენის შემდგომ, რომელსაც მიცემული ჰქონდა სამთვიანი ვადა საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელი და მტერ სახელმწიფოსთან (რუსეთი) თანამშრომლობის შესწავლისა და გამოვლენის შემდგომ დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლების მმართველი რგოლების უმაღლესი თანამდებობის პირები მოხვდებიან ე.წ. „მაგნიცკის სიაში“ რაც უმძიმესი დაღია მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მასშტაბით;

5.      აშშ-ს ყველაზე დაბალ დონეზე დასწევს საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც უკვე ფაქტიურად ხორციელდება;

6.      შეწყდება ფინანსური დახმარებები: ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, შსს-ს და სხვა მიმართულებებით, რაც წელიწადში ჯამში 390 მილიონ დოლარს შეადგენდა (ცალკე დაფინანსება ჰქონდა აშშ-ს საელჩოს, რაც კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონით განისაზღვრებოდა);

P.S. ყველაზე დიდი იმედგაცრუება საქართველოს სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოიწვია „რუსული კანონის“ მიღებამ, რომელიც ქვეყანაში ანადგურებს ყველა დემოკრატიულ ღირებულებებს, რასაც მოყვა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ხერხემალი უნდა გახდეს, ჩინეთზე გადაცემა, რომელი ჩინური კომპანიაც დასანქცირებულია და სრული კონტროლის ქვეშაა მათი ავტორიტარული ხელისუფლების და თავდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას, ასევე საქართველოში ერთადერთი NATO-ს სტანდარტების „ვაზიანის სამხედრო ბაზის“, რომელიც საქართველოს დედაქალაქის, თბილისის  ერთადერთი თავდაცვის ფარია, ფაქტიურად გაუქმების გადაწყვეტილებამ, რომელიც ასევე ექცევა ჩინური კომპანიის მფლობელობაში.

ეს ჩინური კომპანიები, ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად თანხვედრაშია და ატარებენ ასევე ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ, რაც ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურმა დეზინფორმაციულმა და რუსულმა პროპაგანდამ ყველა წითელი ხაზები გადაკვეთა, სიცრუემ, რომელიც ე.წ. „გლობალური ომის პარტიით“  იფუთება, უკვე პირდაპირ და დაუფარავად ადანაშაულებენ მეორე ფრონტის გახსნაში ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებს.

წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბექთაბეგი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს… პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ”

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს" - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, სანქციებს, მეორე მხრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა