პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოება"საქართველოში დღეის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს......

“საქართველოში დღეის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს… დაახლოებით 370 000 ადამიანი ვერ იხდის სესხს, ყოველ მეხუთეს ვადაგადაცილება აქვს” | “საზოგადოება და ბანკები”

“საზოგადოება და ბანკები” ინფორმაციით, ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს – იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი.

“საზოგადოება და ბანკებმა” “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემები მიმოიხილა:

  • ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
  • დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.
  • ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
  • ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
  • თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.

“ეს მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. შავ სიაშია”, – წერია ინფორმაციაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ევროკომისიის ანგარიში: “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ღრმა ჩიხშია შესული”

ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა შეარყია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა