სამშაბათი, აპრილი 22, 2025
Google search engine
მთავარიანალიტიკა"საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის" | Freedom House-ი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე...

“საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის” | Freedom House-ი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს

2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე Freedom House ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს – დოკუმენტში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი და წერია, რომ საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და  საარჩევნო ავტოკრატიად გადაიქცა, რადგან მათივე განმარტებით, საარჩევნო პროცესებში რუსეთი ჩაერია. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო შედეგებს პროტესტი მოყვა, რომლის დროსაც ძალადობას 11 ქვეყანაში ჰქონდა ადგილი. საქართველო ამ კონტექსტით მოზამბიკთან ერთად არის ნახსენები. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში “უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს”.

აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონის მოსახლეობის 65% ცხოვრობს საარჩევნო ავტოკრატიებში, როგორიცაა უნგრეთი, რუსეთი და სერბეთი. საქართველო სიას 2024 წელს შეუერთდა. ქვეყნებს შორის, რომლებმაც არჩევნები 2024 წელს ჩაატარეს და სადაც ეს არჩევნები მნიშვნელოვნად ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე 10 წლის წინ – კომორი, საქართველო და მოზამბიკი არიან.

ქვეყნებიდან ზოგიერთი, როგორიცაა სომხეთი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი და უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, ან ფიზიკური შემჭრით (უკრაინა), ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულებით (სომხეთი და ბელარუსია), ან საარჩევნო პროცესებში ჩარევით (საქართველო და რუმინეთი).

დემოკრატიზაციის პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით 2013-დან 2017 წლამდე გაგრძელდა. ვითარებამ შეცვლა 2018 წელს დაიწყო, მაგრამ გაუარესება თანდათანობით, 2023 წლამდე იყო. 2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად გადაიქცა. 2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბებისა და მასიური პროტესტის ბრალდებებით იყო, მთავრობამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად მოიხსენია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააპატიმრეს და დაადანაშაულეს, შემოიღეს ახალი კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”. გარდა ამისა, საქართველოში, მაგალითად, ეუთოს მისიამ მედიაში აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა აღმოაჩინა.

საქართველოში, საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში ევროპარლამენტს აიძულა არჩევნების შედეგი არ ეღიარენიბათ”, – წერს Freedom House-ი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს… პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ”

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს" - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, სანქციებს, მეორე მხრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა