მთავარიმსოფლიოსტოლტენბერგი: პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა, ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი

სტოლტენბერგი: პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა, ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოვიდა რუსეთის გავლენის სფეროდან. სტოლტენბერგი არ ელის ომის მალე დასრულებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.


NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის NATO-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფების შეჩერება იყო, მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინა NATO-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მანვე აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი.“

NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დისკუსიებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის გადასაწყვეტია. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა