პარასკევი, ივნისი 20, 2025
Google search engine
მთავარიმსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი თეზისები

უკრაინის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი თეზისები

🔴 უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს უმნიშვნელოვანესი თეზისები 👇

🔹 “აშშ პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებებით”

🔹” ვფიქრობ, ემირატები სერიოზულად დააბანდებენ ინვესტიციებს უკრაინაში’

🔹“დღეს დილით გამოქვეყნდა კვლევა, სადაც 57%-მა გამოხატა ჩემდამი ნდობა. ასე რომ, თუ ვინმე ახლა ჩემს შეცვლას გეგმავს, ეს არ გამოუვა”

🔹 “მომდევნო ორ კვირაში საზოგადოებრივი გამოკითხვებით ვაჩვენებთ უკრაინელების ნდობის დონეს უკრაინის პრეზიდენტის, ასევე ტრამპის, ტუსკის, სტარმერისა და ერდოღანის მიმართ”

🔹 “საჭიროა გავარკვიოთ აშშ-ის დახმარების საკითხი. ჩემთან და ტრამპთან სხვადასხვა ციფრებია. მათი დახმარება 500 მილიარდი არ ღირს, — ასე უპასუხა ზელენსკიმ ტრამპის სიტყვებს, რომ თითქოს მას არ სურს იცოდეს, სად მიდის ამერიკული დახმარება”.

🔹 “აშშ-ს სურდა იმ დოკუმენტში, რომელიც იშვიათი მეტალების საკითხს ეხება, 50%-იანი წილი მიეღო, მაგრამ იქ არ არის არც ერთი სიტყვა უსაფრთხოების გარანტიებზე. არაფერია კონკრეტული. მე ვერ გავყიდი სახელმწიფოს”

🔹 “გუშინ უკვე გაჩნდა სიგნალები, რომ რუსეთი თითქოს „მსხვერპლია. ეს რაღაც ახალია”

🔹 “ომი უკრაინას $320 მილიარდი დოლარი დაუჯდა, საიდანაც $120 მილიარდი უკრაინელებმა გადაიხადეს, ხოლო $200 მილიარდი – აშშ-მა და ევროპამ”

🔹 “უკრაინელთა მხოლოდ 1% უჭერს მხარს რუსეთისთვის დათმობებს”

🔹 “მე კელოგთან ერთად წავალ ფრონტზე. დაე, იქ მოისმინოს სამხედროების აზრი”.

🇺🇦 უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი:

▪️ “თუ უკრაინა ხვალ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდება, მე აღარ ვიქნები საჭირო, მაგრამ სანამ ეს მოხდება, გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის დაცვას”.

▪️ “რუსეთს სურს მომიშოროს – თუ ფიზიკურად არ გამოუვა, მაშინ პოლიტიკურად ცდილობს და ეცდება კიდეც. მე პუტინისთვის ძალიან უხერხული ადამიანი ვარ”.

▪️“დღეს მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი, რადგან 73%-მა ხმა მომცა და კვლავ მაქვს ხალხის მხარდაჭერა. არც ერთი დღის განმავლობაში არ მინანია, რომ ვიყარე კენჭი”.

▪️ “პუტინი ვერ შეძლებს ჩვენს ოკუპირებას, როგორც ოდესღაც სურდა, მაგრამ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე”.

▪️”ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენები, შევინარჩუნოთ სახელმწიფო და სუვერენიტეტი. არაფერს მოვაწერთ ხელს უბრალოდ ისე, ხმამაღალი აპლოდისმენტების ფონზე”;

▪️”ასე იყო ადრეც- ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებების დროს: „იქ იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და მე – მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი, თუმცა, ვერავინ მაიძულა შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა. პირიქით – მე შევძელი ცვლილებების გატარება”;

▪️”ტრამპს პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეიძლება რეალურად კარგი ურთიერთობა არსებობდეს”;

▪️”რუსეთი NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას განიხილავს. ეს შეიძლება იყოს ლიტვა ან პოლონეთი”;

▪️ “ომი ყოველთვის გულისხმობს თავისუფლების შეზღუდვას, მოგწონთ ეს თუ არა. თუ ჩვენი უკრაინა დღეს არ იქნება ერთიანი და ძლიერი, ჩვენ დავმარცხდებით’;

▪️”დღეს მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი, რადგან ჩემს ქვეყანაში უმრავლესობის მხარდაჭერა მაქვს. მე პატრიოტი ვარ, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას იცავენ”.

P.S. 🇺🇦 2025 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, უკრაინის მოსახლეობის 57% ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობას უცხადებს— კვლევა კიევის საერთაშორისო სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

🟠 2024 წლის დეკემბერთან შედარებით მონაცემები გაუმჯობესდა- მაშინ მოსახლეობაში ნდობის ხარისხი 52%-ს შეადგენდა, ხოლო უნდობლობის მაჩვენებელი — 39%-ს,….

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა