მთავარიმსოფლიოუკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის...

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ.

უკრაინამ ხერსონის შავი ზღვის რეგიონის უმეტეს ნაწილზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დაკარგა კონტროლი.

„ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას. ზუსტად ვიცი, რომ იქ ქალები და ბავშვები არ უნდა იყვნენ და ადამიანურ ფარებად არ უნდა გახდნენ. გაემგზავრეთ ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა