ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"ქართველ ხალხს არასდროს მივატოვებთ" - აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

“ქართველ ხალხს არასდროს მივატოვებთ” – აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, ავრცელებს განცხადებას საქართველოში ე.წ. აგენტების (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”) კანონის მიღების შესახებ. შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

განცხადების მიხედვით, რომელსაც ამერიკელი სენატორი უდგას სათავეში, მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა “საგანგაშო და რეპრესიული” ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება დასავლური ინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს:

“ჩვენ, როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლები, გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა, ქართველებმა კი ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. “უცხოეთის აგენტის“ კანონი ასახავს პოლიტიკას ვლადიმირ პუტინისა, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას”.

განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასა (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე (საია)”. განცხადების თანახმად, ეს ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათივე თქმით, “აგენტების კანონი” ეწინააღმდეგება მათ ასეთ “ღირებულ ძალისხმევას” და ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე “პირდაპირ თავდასხმას”.

“შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა ნამდვილ პატრიოტიზმს გამოხატავს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრით რუსეთს შეუერთდნენ.

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით.

არ დავაყოვნებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკ სამიზნედ ქცევაზე, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ქართველ ხალხს კი ვეუბნებით: ‘თქვენ მარტო არ ხართ'”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა კანონპროექტის მიღებას სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობით ხსნის. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა