ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაძველ ნაცისტური და ახალი რაშისტული პროპაგანდა მთავარი ინგრედიენტი დეზინფორმაციის ნაზავით!

ძველ ნაცისტური და ახალი რაშისტული პროპაგანდა მთავარი ინგრედიენტი დეზინფორმაციის ნაზავით!

დავიწყოთ ასე!
სემუელ ჯონსონი: “პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი”…

ეს ტვინის გასარეცხ-გამანადგურებელი პროპაგანდა მარტივად მუშაობდა, პატრიოტიზმის, ტრადიციების და რელიგიის დაცვის საფარქვეშ სიცრუის მიწოდება მოსახლეობისთვის დღეში რამდენჯერმე, ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში, ამასთან ფობია, რომელიც შიშზე და დაშინებაზეა დამყარებული, მტრის ხატის შექმნა, გრძნობებზე და ადამიანურ ემოციებზე თამაში და ა.შ.

ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან ძნელია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ოკუპანტი რუსეთის სპეცსამსახურები სულ ცოტა ათეული წლების განმავლობაში სწავლობდნენ ქართველი კაცის ბუნებას, ხასიათს, ფსიქიკას, ემოციებს, რელიგიურ გრძნობებს და მოკლედ ყველაფერს.

ამის მერე რუსული სპეცსამსახურები ადგენდნენ რბილი ინტერვენციის გეგმებს სადაც ამ მეთოდების გამოყენებით ამძაფრებდნენ შიდა დაპირისპირებებს, ქართველების ერთმანეთის მოსისხლე მტრად გადაკიდებას, რაც მათ საშუალებას აძლევდა საქართველოში შიდა დაპირისპირების ფონზე მარტივად დაეპყროდ ან ემართად ჩვენი ქვეყანა თავად ქართველი კოლაბორანტების ხელით, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანას არასდროს აკლდა.

დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ საუკუნის წინანდელი მოვლენები ფაქტიურად ერთი-ერთში მეორდება.

P.S. საკითხავია ამ ახლო ისტორიიდან რა ვისწავლეთ, რა დასკვნები გამოვიტანეთ და რას მოვიმოქმედებთ, დავკარგავთ ქართველი ერის მართლაც, რომ ოცნებას ვიბრძოლებთ და გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრი, სადაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა თუ წარსულის იგივე წრეს დავუბრუნდებით და დავასამარებთ ილიას ოცნებას?.

გაგრძელება იქნება . . .

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა