ოთხშაბათი, მარტი 4, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიობრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.

პეტროპოლისი პოპულარული ტურისტული ადგილია რიო-დე-ჟანეიროს მთებში. მისი მოსახლეობის რაოდენობა 307 000-მდეა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – რა წერია ევროპის მედიის თავისუფლების ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მათ სულ 32 შეტყობინება...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა