კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიო,,დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის”- ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ...

,,დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის”- ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი

დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი.

„ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ იღებს. უკან, რუსული ჭაობისკენ გზა არ არსებობს, არ არსებობს გზა შეზღუდული თავისუფლებებისკენ და ავტოკრატიისკენ დასაბრუნებლად. არის მხოლოდ წინსვლის ერთი გზა – საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი მთავრობისგან. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა შესმენილი ყოფილიყო თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვში. ვერ ჩამორეცხავთ ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით, ევროკავშირის დროშის დაწვა ვერ ამოწვავს ევროპას ქართველების გულებიდან. თავისუფლებისთვის მებრძოლების წინააღმდეგ ძალადობა უშედეგოა. საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში, მაგრამ მთავრობამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები ამ კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს თავის ძალას. დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა