მთავარიმსოფლიოეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა, უკრაინამ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის...

ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა, უკრაინამ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ფლოტის უკან დახევა შეძლო – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო.

„მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის.

„ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო,“ – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა