პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც "ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს"

“ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.”

ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“, – განუცხადეს ფორმულას სახდეპში.

ცნობისთვის, დღეს “ოცნების” სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ 6 ნოემბერს გაავრცელა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც დევნა დაიწყო, ციხეშია. მათი ნაწილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული და მათ რამდენიმეთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა