ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარისამართალივახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს პოლიტიკა.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე – კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი – ოლენა პეტსუნი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი – ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა