მთავარიპოლიტიკამოსკოვი კვლავ მოითხოვს, „თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს"

მოსკოვი კვლავ მოითხოვს, „თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს”

25-26 ივნისს ჟენევის დისკუსიის მორიგი, 64-ე რაუნდი გაიმართა. მასში რუსეთის და საქართველოს, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე იყვნენ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა კონკრეტული ნაბიჯების მნიშვნელობას, „რომლებიც მიმართულია მოლაპარაკებების მთავარი ამოცანის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის – გადაჭრისკენ“.

კერძოდ, რუსეთის განცხადებით, თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები უნდა გასცეს, რაც „ფორმალიზებული იქნება შესაბამისი იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების სახით“.

რუსეთი აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების შემდგომ „სტაბილიზაციას ხელი შეიძლება შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების „შემრიგებლური” განცხადებების დადასტურებამ და მათმა პრაქტიკაში გადაცემამ”.

„ამ ზომების რაც შეიძლება მალე მიღების მიზანშეწონილობა განპირობებულია თბილისის მიერ ყოფილ რეგიონებზე სამხედრო ძალით კონტროლის აღდგენის მუდმივი რისკებით, ასევე საქართველოს NATO-სთან დაახლოების პერსპექტივით, რასაც ადასტურებს ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობა ალიანსთან, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო წვრთნებში რეგულარული მონაწილეობა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსული უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „შედარებით სიმშვიდეს ადგილზე“, რაც დიალოგების, მათ შორის, ცხელი ხაზების, ასევე ერგნეთში IPRM-ის ფუნქციონირებით არის განპირობებული.

„რეგიონში უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეიძლება გაძლიერდეს გალში, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე IPRM-ის მუშაობის რაც შეიძლება მალე განახლებით, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებით, რასაც მოჰყვება დემარკაცია.

გაეროს გენერალური ასამბლეის ჰუმანიტარული მიმართულების მუშაობას კვლავ სერიოზულად აფერხებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია, რომელსაც საქართველო ინიციირებას ყოველწლიურად უკეთებს. მისი უახლესი რედაქცია ივნისის რაუნდის გახსნამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე მიიღეს.

ქართული მხარის მცდელობები, ეს საკითხები დისკუსიების ფორმატის მიღმა, საერთაშორისო პლატფოტმებზე განიხილოს, რომელზე დასწრების და თავიანთი პრინციპული პოზიციის წარმოდგენის საშუალებაც არ აქვთ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს, კვლავ დაბლოკავს ამ თემების განხილვას საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ნოემბერში დაინიშნა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა