მთავარიეს საინტერესოამსოფლიოში 3 ადამიანია, რომელიც პასპორტი გარეშე მოგზაურობს - ვინ არიან ისინი?

მსოფლიოში 3 ადამიანია, რომელიც პასპორტი გარეშე მოგზაურობს – ვინ არიან ისინი?

მსოფლიოში დაახლოებით 200 ქვეყანაა, სადაც თითქმის რვა მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ მათგან მხოლოდ სამს შეუძლია პასპორტის გარეშე მგზავრობა.

პასპორტი მთელს მსოფლიოში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ შემოვიდა. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გაქვთ ან რომელ კლასს მიეკუთვნებით, ყველას სჭირდება ფერადი ქაღალდი ერთი ადგილიდან მეორეში მოსახვედრად.  თუმცა, სამი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, ეს წესები არ ვრცელდება. 

ამ ექსკლუზიური ჯგუფის უახლესი წევრია დიდი ბრიტანეთის  მეფე ჩარლზ III. გასული წლის სექტემბერში დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მას მიენიჭა პრივილეგია, შეზღუდვების გარეშე, უპასპორტოდ გაემგზავრა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

არც იაპონიის იმპერატორს, ამჟამად ჰირონომია ნარუჰიტოს და მის მეუღლეს მასაკო ოვადას, მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილებისთვის  პასპორტი არ სჭირდებათ.  როგორც “DNA India”

წერს, იაპონიის დიპლომატიური ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი იმპერატორისა და მისი მეუღლისთვის  სპეციალური შეთანხმება 1971 წელს დადო. წყვილისთვის “უკიდურესად შეუსაბამო” იყო იმიგრაციის ან სავიზო  პროცესის წარდგენა ჩვეულებრივი მოქალაქის მსგავსად,  პასპორტით.

წყარო: cnews.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა