პარასკევი, მარტი 13, 2026
Google search engine
მთავარისხვანახეთ: როგორია ილონ მასკის კოსმოსური ოდისეა

ნახეთ: როგორია ილონ მასკის კოსმოსური ოდისეა

დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ მარსზე ცხოვრება შორეული მომავალი ან, უბრალოდ, კაცობრიობის ოცნებაა… თუმცა ილონ მასკი ამის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად. 

ჩვენ ვიცით, რომ მას კაცობრიობის მარსზე მოხვედრა სურს და ამას კოსმოსური ხომალდის დახმარებით აპირებს. SpaceX კი აცხადებს, რომ შესაძლოა, ვარსკვლავური ხომალდი ორბიტაზე 2022 წლის მარტისთვის გაეშვას.  

იმისათვის, რომ ეს ოცნება მეტად რეალური ყოფილიყო, SpaceX-მა რაკეტის მომავლის ვიდეო გამოაქვეყნა — ოცნებაში წარმოდგენილი სიუჟეტები გამოსახულებებად აქცია. პირველ კადრებში ვხედავთ, როგორ მიფრინავს კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან მარსის მიმართულებით, შემდეგ კი ასტრონავტებით დასახლებულ წითელ პლანეტას გვაჩვენებს. მართალია, მარსზე დასახლება ამ სიუჟეტზე გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, მაგრამ ოცნების გამოსახულებად ქცევა საკმაოდ შთამბეჭდავი ხერხია. 

https://youtube.com/watch?v=-Oox2w5sMcA%3Ffeature%3Doembed

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

წამება, დევნა, ძალადობა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა