შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე | აშშ გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას და...

ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე | აშშ გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას და უახლესი შეიარაღების მოწოდებას – რატომ არ გაახსნევინა “ოცნებამ” აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოში (ვიდეო)

ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე – “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შესახებ. კომპეტენტური და ინფორმირებული წყაროები გვატყობინებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. მოქმედება უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდებოდა და ამ სამხედრო ბაზის გახსნით ამერიკელები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების გაზრდის პირობას დებდნენ.

“ქართულმა ოცნებამ” კი რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია და ღიად უარყო ყველაზე ძლიერი დასავლელი მოკავშირის შემოთავაზება. ლოიდ ოსტინისთვის ნათქვამმა უარმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია შოკში ჩააგდო. ვაშინგტონში მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ “ქართული ოცნების” პრორუსულობაში და ამის შესახებ დასავლეთის პოლიტიკურ კულუარებში ყველა ხმამაღლა ალაპარაკდა. 

ჟურნალისტ ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნაზე საქართველოში, უარი უთხრა. როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას განაცხადა, ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა. ბასილაიას თქმით, რამდენიმე ადამიანთან ერთად, უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე,  საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

“რამდენიმე ადამიანი ვიყავით, თებერვლის ბოლოს, პირველი რაც თქვა საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა იყო ის, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ [აშშ-მ] ვიცოდით რა იგეგმებოდა უკრაინის წინააღმდეგ და გადავაფასეთ რა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს, ყველაფერს სხვანაირად შევხედეთ, დავინახეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ შევთავაზეთ ქართული ოცნების მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის ტიპის და კალიბრის იარაღი, რამდენიც დასჭირდებოდათ. 

როდესაც დაზვერვის ინფორმაცია აკუმულირდა, თუ რას აპირებდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, პირველი გაგვახსენდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ ეს. მე ჩავეძიე, იყო თუ არა საუბარი ამერიკის ამხედრო ბაზაზე საქართველოში, მან დააქნია თავი და მითხრა, დიახ- ჩვენ მზად ვიყავით დაგვეწყო სერიოზული მოლაპარაკებები ქართული ოცნების მთავრობასთან, იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე რაუნდი გვქონდა შეხვედრების და საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მთავრობამ გვითხრა, რომ მათ არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება. ამის შემდეგ ალბანეთში გავხსენით აშშ-ის ბაზა და ასე დამთავრდა ეს ამბავიო.” განაცხადა ბასილაია შავგულიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

ჟურნალისტის თქმით, ინფორმაცია მოგვიანებით კიდევ გადაამოწმეს და დადგინდა, რომ ამერიკა გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას იმის ნიშნად, რომ ჩვენ გადავდიოდით აშშ-ის სამხედრო შეიარაღებული ძალების მფარველობის ქვეშ. მისი თქმით, “ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების მყარი გარანტიები გამოაცალა ხელიდან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა