შაბათი, იანვარი 10, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებაპოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა და სხვა — მძიმე ანგარიში საქართველოში მედიის კატასტროფული...

პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა და სხვა — მძიმე ანგარიში საქართველოში მედიის კატასტროფული გაუარესების მდგომარეობაზე

მედიის ადვოკატირების კოალიციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში საქართველოში მედიის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ (MAC), ჟურნალისტების დაცვის კომიტეტთან (CPJ) პარტნიორობით,  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა.

დოკუმენტი ასახავს მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებას 2021-2025 წლებში და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ მიმართულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე.

ძირითადი მიგნებები: 

  • პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა: ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ბრალდება კრიტიკულად შეფასებულია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.
  • სისტემური ძალადობა: ასობით დოკუმენტირებული ინციდენტები ჟურნალისტებზე თავდასხმისა, განსაკუთრებით პროევროპული პროტესტების დროს (2024 წლის ნოემბერი – 2025 წლის მაისის პერიოდში), ძირითადად პოლიციის მხრიდან;
  • რეპრესიული კანონმდებლობა: რეპრესიული კანონების მიღება მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, გაფართოებული სანქციები მაუწყებლების მიმართ; შეზღუდვები უცხოურ გრანტებზე; გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესუსტება.
  • დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: 2022 წლიდან გაიზარდა უცხოელი ჟურნალისტების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე უარის შემთხვევათა რაოდენობა. პარლამენტის ახალი წესები, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეჩერება.
  • სამართლებრივი დევნა: 2021 წლიდან 40-ზე მეტი SLAPP სარჩელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ
  • საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა: საჯარო ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან წვდომის გაუარესება.
  • დეზინფორმაცია: დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციაა.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს  დრამატულ ცვლილებას რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ, რომლის სამიზნე დამოუკიდებელი მედია წარმოადგენს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა