კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიის ტენდენციის გამო, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების...

საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიის ტენდენციის გამო, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გაქრა – სტოლტენბერგი

პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ ჩვენ ყველას გვინდოდა და ვმუშაობდით უფრო მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის რუსეთთან. თანდათან ეს იმედები გაქრა, პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის მაგალითების გამო საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში. ამის შესახებ NAT0-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია დაამსხვრია.

„ამდენად, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, ახლა განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის შეფასებით, მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო.

სტოლტენბერგის თქმით, ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში.

„უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო“.

„დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ – დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას – ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან NATO-სა და ევროკავშირში.


ამდენად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ, რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ NATO-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ, შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი, 2014 წლიდან.

ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია – ეს მნიშვნელოვანია – იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, NATO-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, – ასევე განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 8 ივნისს.

წყარო: europetime.eu

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა