ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებარუსული რეჟიმის ტროლების არმია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ

რუსული რეჟიმის ტროლების არმია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ

საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკისა და 2024 წელს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ BBC-ის მიერ  ჟურნალისტურ გამოძიებას ფეისბუქზე ყალბი ანგარიშების გააქტიურება მოჰყვა. 

“მითების დეტექტორმა” შეისწავლა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებისა და ფეისბუქ-გვერდების, მათ შორის, გია გაჩეჩილაძის მოძრაობასთან “არ აგარევინებთ” დაკავშირებული ამავე სახელის მქონე გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები, რომლებიც BBC-ის გამოძიების გაბათილებას და როგორც BBC-ის, ისე გამოძიების რესპონდენტის, ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურებოდა.

კვლევის ფარგლებში, 2025 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში, გამოვლინდა 45 ყალბი ანგარიში, რომლებიც მათი ქცევის მიხედვით, 2 კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგფოთ:

  1. არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ფეისბუკ-გვერდებთან “აი პოლიტიკა” და “არ აგარევინებთ” არიან დაკავშირებული და მეტწილად კომენტარებით, პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლებიან. აღნიშნული გვერდები, თავის მხრივ,  ხელისუფლების მხარდამჭერ, “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერს ვატო შაქარაშვილს და გია გაჩეჩილაძის მოძრაობას “არ აგარევინებთ” უკავშირდება. ეს ანგარიშები ასევე გამოიყენება ტვ იმედისა და რუსთავი 2-ის ზოგიერთ პოსტზე ჩართულობის გასაზრდელად. 
  2. ყალბი ანგარიშების ნაწილი დამოუკიდებლად პოზიციონირებს, მათ შორის ზოგიერთი კონტენტს თავად ქმნის პოსტებისა და მოკლე ვიდეოების (რილსების სახით) და კოორდინირებულად ავრცელებს კონკრეტულ კონტენტს, მაგალითად, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტს, რაც აქციის დაშლისას დაზარალებულების შესახებ მის ხუმრობას ასახავს.

გამოვლენილი ყალბი ანგარიშები შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან:

  • 45 ყალბი ანგარიშიდან 33 სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს, იდენტობას იპარავს, 12 კი იდენტობას  მალავს;
  • 45 ანგარიშიდან 41-ს პროფილის ფოტო პირველად 2025 წელს აქვს ატვირთული, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული;
  • 45 ანგარიშიდან  31-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული, 30-ს კი სასწავლებლად ქვეყანაში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტი და კოლეჯი. 
  • 45-დან 31 ყალბი ანგარიში ფეისბუკ გვერდებთან “აი პოლიტიკა” და “არ აგარევინებთ” არის დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ გვერდების მიერ გავრცელებულ პოსტებზე გამოხატავს რეაქციას/აკომენტარებს, არამედ ტელეკომპანიების “იმედისა” და “რუსთავი 2-ის” კონკრეტულ პოსტებზეც ზრდის ჩართულობას;
  • 12 ყალბი ანგარიშიდან, რომელიც იდენტობას მალავს, 3 “ქართული ოცნების” პოსტს იწონებს, 7-მა კი ტელეკომპანიების “იმედისა” და რუსთავი 2-ის პოსტებზე დატოვა კომენტარი;
  • ანგარიშები, რომლებიც პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების პოტებზე კომენტარებს ტოვებენ/იწონებენ, უცხოურ სახელსა და გვარებს იყენებენ (Jon Terner, Roberto Cavalli, Tomas Miüler).
  • 3 ანგარიში (Luka Gagnidzeსაქართველოს მხარდამჭერი,  Archil Tabatadze), “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გამოვლენილ ანგარიშებთან (Tinatin Topuriaმარი კვარცხელიაKatevan Turiashvili *წარსულში (Tatie Toloraya), Nati Topuria) ერთად სისტემატიურად ავრცელებს მოლკე ვიდეოებს (რილებს), რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე, ამავე დროს, ისინი კოორდინაციაში არიან როგორც ერთმანეთთან,  ისე პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან. 

ყალბი ანგარიშები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

45 ანგარიშიდან 33, სანდოობის შექმნის მიზნით, პროფილზე სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და გაცნობის საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის ფოტოებს იყენებს.

ყალბი ანგარიშების ნაწილი გარდა იმისა, რომ იწონებდა “აი პოლიტიკას” მიერ გავრცელებულ პოსტებს (1,2), კომენტარს ტოვებდა ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ გავრცელებულ მასალებზე (1,2,3,4), რომლებიც თავის მხრივ პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ყალბი ანგარიშები იწონებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს ციტირებდა და ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის მმართველი ელიტა ქვეყანას ანგრევს, BBC კი დეზინფორმაციას ავრცელებს, ამიტომ ბრიტანეთს არ აქვს მორალური უფლება საქართველო გააკრიტიკოს. ამავე ანგარიშებს მოწონებული ჰქონდათ TV Imedi-ის მიერ გავრცელებული კირცხალიას განცხადება, რომელშიც ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელის, კაია კალასისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ისინი საქართველოს შიდა პოლიტიკაში პირდაპირ ერევიან და ადგილობრივ „აგენტურას“ დავალებებს აძლევენ.

BBC-ის გამოძიების
FB-ზე ქცევა: ზოგიერთი იწონებს BBC-ის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კომენტარის გაშუქებას რუსთავი 2-ის და TV Imedi-ის FB პოსტებზე, ასევე “აი პოლიტიკას”, “არ აგარევინებთ” პოსტებს BBC-ის გამოძიების შესახებ. ზოგმა დატოვა დამცინავი/შეურაცხმყოფელი კომენტარი FB გვერდის “არ აგარევინებთ” პოსტებზე, რომლებიც პროტესტის მონაწილეების დარბევის დროს  მოწამვლას შეეხებოდა.
BBC-ის გამოძიების


ყალბი ანგარიშები, რომლებიც იდენტობას მალავენ

“მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი 45 ყალბი ანგარიშიდან 12 სოციალურ ქსელში მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ უთითებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობით ხასიათდება. მათგან ზოგიერთი “ქართული ოცნების” ოპონენტებისა და პროევროპული პროტესტის მონაწილეების მადისკრედიტირებელ ვიდეოებს ავრცელებს და კოორდინაციაშია ასეთივე ქცევის მქონე სხვა ანგარიშებთან, ნაწილი კი პირად პროფილზე პოსტებს არ აზიარებს და მხოლოდ კომენტარების წერით ან პოსტების მოწონებით შემოიფარგლება. ამ პოსტებს შორისაა ტელეკომპანიების რუსთავი 2-ისა და “იმედის” მიერ გავრცელეუბლი ექიმ ჩახუნაშვილის კომენტარი (1,2), ასევე “ქართული ოცნების” ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ BBC-ის გამოძიება დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და პარტია ბრიტანული ტელევიზიის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ყალბი ანგარიშების ნაწილს უცხოენოვანი სახელები აქვს შერჩეული (Jon Terner, Roberto Cavalli, Tomas Miüler).

დეტალური ინფორმაცია ფეისბუქ ანგარიშების შესახებ, რომლებიც იდენტობას მალავენ, ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

ყალბი ანგარიშების მიერ დატოვებული კომენტარები

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას შეეხებოდა და  მასში ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევა აქციებში მონაწილე პირების მიერ დასახელებული სიმპტომების გასაანალიზებლად იყო გამოყენებული. თუმცა პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები, ფეისბუკ გვერდები და სოციალური ქსელის სხვა ანგარიშები ამტკიცებდნენ, თითქოს BBC-ის გამოძიება ყალბია მხოლოდ იმიტომ, რომ ის პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის კვლევას „ეყრდნობოდა“. მათი “მტკიცებულება“ გახდა არასწორი კონტექსტით გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩახუნაშვილი განმარტავს, რომ კვლევა აქციის მონაწილეების სიმპტომების აღრიცხვას ეხებოდა და არა „კამიტის“ შესწავლას. ჩახუნაშვილის ახსნა კი ისე იყო წარმოაჩინილი, თითქოს BBC-ის გამოძიება სწორედ მის ჰიპოთეზაზე იყო აგებული.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კომენტარი, რომელიც “რუსთავი ორმა” გაავრცელა,  ყალბი ანგარიშების სამიზნე გახდა. ისინი  რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში აღნიშნავდენ, რომ BBC-ის მასალა გამოგონილი და დეზინფორმაციულია,  და რომ თავად კვლევის ერთ-ერთი ავტორი  ადასტურებს კვლევის არასანდოობას.  კომენტარებში ყალბი ანგარიშები მკვლევრებს ირონიულად და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ, პარალელურად, “ქართული ოცნებისგან” მოითხოვენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების გამო კვლევის ავტორები დასჯილიყვნენ, ხოლო BBC-ისთვის კი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო უნდა ეჩივლათ. ყალბი ანგარიშების ნაწილმა კომენტარი დატოვა ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე, სადაც კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ კვლევის მიმდინარეობისას არ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტული ქიმიური აგენტის გამოყენების შესახებ და თავადაც სრულად არ იყო გაცნობილი „კამიტის” შემადგენლობას.


გარდა ამისა, BBC-ის გამოძიების კონტექსტში ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” დისკრედიტაციის მიზნით, პროტესტის მონაწილეების სხვადასხვა ტელევიზიასთან გაკეთებული კომენტარი გააშარჟეს, სადაც ისინი დარბევების შემდეგ არსებულ სიმპტომებზე საუბრობდნენ (1,2,3,4,5,6). გვერდმა “არ აგარევინებთ” გაავრცელა ასევე ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი თეა ადეიშვილი BBC-ის გამოძიების შესახებ უცხოელ ექსპერტს ესაუბრება. გვერდის მტკიცებით, ჟურნალისტს ექსპერტის პასუხი არ ესიამოვნა. ამ პოსტების კომენტარებში ყალბი ანგარიშები დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ პროტესტის მონაწილეებს, აუფასურებდნენ მათ სიმპტომებსა და დარბევის შედეგად შექმნილ ჯანმრთელობის პრობლემებს და  მეორე მხრივ BBC-ს ქართულ ოპოზიციურ ტელევიზიებთან აიგივებდნენ. 

ყალბი ანგარიშების კომენტარები BBC-ის გამოძიებისა და წყლის ჭავლით დაზარალებული პროტესტის მონაწილეების შესახებ  

https://e.infogram.com/38829652-5d7a-4f35-8916-5fecd2733af9?src=embed&embed_type=responsive_iframe


ვიდეოების კოორდინირებულად გავრცელება ყალბი ანგარიშების მიერ 

5 დეკემბერს 7 არაავთენტურმა ანგარიშმა (Tinatin Topuria, მარი კვარაცხელია, Nati Topuria, Ketevan Turiashvili, Luka Gagnidze, Archil Tabatadze, საქართველოს მხარდამჭერი)  ფეისბუკ გვერდთან “ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები” კოორდინირებულად გაავრცელა  ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის “კამიტის” ეფექტით დაზარალებული თუთიყუშის შესახებ ხუმრობს. მათგან 4 (Tinatin Tofuriaმარი კვარცხელიაNati TopuriaKetevan Turiashvili) წარსულში  მათე დევიძის დიდკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.  აღსანიშნავია, რომ, იმ პერიოდში, Ketevan Turiashvili სხვა ფოტოთი, ასევე და სახელითა და გვარით (Katie Toloraya) სარგებლობდა.
ამ ანგარიშების  კონტენტი ფოკუსირდება ოპოზიციის (1,2,3,4,5,6),  მედიის (1,23456) არასამთავრობო სექტორის (12345) პროტესტის მონაწილეების (123456) დასავლელი პარტნიორების (123456)  დისკრედიტაციაზე.  გარდა ამისა, ეს ანგარიშები სისტემატიურად ავრცელებენ ირაკლი კობახიძის ინტერვიუებიდან ფრაგმენტებს (123, 456)

ანგარიში/გვერდიპოსტის გავრცელების დრო
მარი კვარაცხელია 14:36
Nati Topuria 14:37
Luka Gagnidze14:38
საქართველოს მხარდამჭერი14:38
ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები14:38
Ketevan Turiashvili 14:39
Tinatin Topuria 14:40
Archil Tabatadze14:45
Screenshot 23 1 2026 161110 docs.google.com | mythdetector.com
Screenshot 23 1 2026 161220 docs.google.com | mythdetector.com
Screenshot 23 1 2026 161335 docs.google.com | mythdetector.com


იდენტური ვიდეო რამდენიმე საათში კიდევ ორმა ფეისბუკ გვერდმა გაამოაქვეყნა. მათგან ერთი (სიმართლის დროა) ღიად ოპონენტების მადისკრედიტირებელ კონტენტს ავრცელებს, მეორე კი (საქართველო და სამეზობლო) გასართობი შინაარსის კონტენტთან ერთად, პროევროპული პროტესტის მონაწილეების შესახებ დამცინავი ვიდეოების გავრცელებითაც გამოირჩევა.  

Screenshot 23 1 2026 161531 docs.google.com | mythdetector.com


BBC-ის გამოძიება 

2025 წლის 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც საქართველოში 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკას და წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას შეეხებოდა. გამოძიება ეფუძნებოდა პროევროპული და პროდემოკრატიული საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების ჩვენებებსა და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი სიმპტომების აღწერას, ასევე ექიმების მიერ ჩატარებულ სამედიცინო დაკვირვებებსა და ანალიზს, მათ შორის ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ შეგროვებულ მონაცემებს აქციის მონაწილეების მიერ გამოვლენილი სიმპტომების შესახებ. მასალაში გამოყენებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა, კონფიდენციალური დოკუმენტები, რომელთა ავთენტიკურობაც BBC-მ გადაამოწმა, აგრეთვე ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები და სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერვიუები. ვრცლად BBC-ის გამოძიებისა და აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული მანიპულაციური მტკიცებების შესახებ წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

ირაკლი კობახიძემ BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის აქციებზე შსს დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა, სიყალბე და უცხოური სპეცსამსახურების დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია უწოდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. გამოძიების რესპონდენტები, ისევე, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და გდდ-ის ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.  პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” BBC-ს აღნიშნული გაშუქების გამო ოფიციალური საჩივრით მიმართა. “ქართული ოცნება” ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციისგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.

წყარო: mythdetector.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა