მთავარისაზოგადოებასაქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა - Freedom House-ის ანგარიში

საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House-ის ანგარიში

100-დან 58 ქულით საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – ანგარიშს Freedom House-აქვეყნებს. 

Freedom House-მა ჩვენ ქვეყანას, 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი – 60-დან 36.

ორგანიზაციის საერთო ანგარიშის მთავარ მიგნებებში  ნახსენებია „რუსული კანონი”, რომლის უკან გაწვევა მმართველ ზალას მარტის აქციების შემდეგ მოუწია: 

„რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც უცხოური აგენტის იარლიყებს აკერებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა, მიეღო უცხოური აგენტების კანონის თავისი ვერსია, რაც მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გამოხატვას და ასოცირებას”. – წერია ანგარიშში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა