მთავარიპოლიტიკაშესაძლებლობის ფანჯარა შესაძლოა, მეორედ აღარ გაიხსნას - კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას

შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლოა, მეორედ აღარ გაიხსნას – კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას

შეერთებული შტატების  ყოფილი ელჩი ეუთოში, ფიქრობს, რომ საქართველო კანდიდატის შესაძლებელობის დაკარგვისს ზღვარზეა. მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალისხმევა გააორმაგოს, რადგან თუ შესაძლებლობის ფანჯარა ჩაიკეტა, მეორედ ის აღარ გაიღება. 

საქართველოს დემოკრატიის განვითარება ჩვენს ინტერესებშია. საქართველოსთვის, რომელიც ახლა ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის დრო, როცა საქართველოს მთავრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაიკვლიოს გზა ამ ფანჯრისკენ და ეს ფანჯარა შესაძლოა, მომავალში აღარ გაიხსნას . ევროკავშირი იყო საკმაოდ მკაფიო მოთხოვნებში. ეს არის 12 პუნქტი – მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას.  ეს არის სტრატეგიული კომპასი, თუ საით გინდათ წავიდეს თქვენი ქვეყანა.

ქართველმა ხალხმა 2008 წელს უზარმაზარი ფასი გადაიხადა. ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ქვეყნებში ურთიერთობას, რადგან ისინი არიან ევროპელები ისტორიულად და კულტურულად. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ გასაკეთებელი მათაც უნდა გააკეთონ, რათა ეს შესაძლებლობა ფუჭი არ აღმოჩდეს, – განაცხადა კარპეტნერმა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა