კვირა, დეკემბერი 7, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღება2008-2024-ში დახარჯული €354 მილიონი - რა კონტრიბუცია შეაქვს EU-ს საქართველოს უსაფრთხოებაში

2008-2024-ში დახარჯული €354 მილიონი – რა კონტრიბუცია შეაქვს EU-ს საქართველოს უსაფრთხოებაში

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარდა ამისა, EEAS წერს, რომ გაერთიანება ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

“ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი ხალხის და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – წერია განცხადებაში.

რა კონტრიბუცია შეაქვს ევროკავშირს საქართველოს უსაფრთხოებაში:

  • 2008 წლიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს;
  • 200-ზე მეტი დამკვირვებელი ევროკავშირიდან;
  • საველე ოფისები: გორში, მცხეთასა და ზუგდიდში;
  • 2008-2024 წლებში საერთო დახარჯული თანხა შეადგენს 354 მილიონ ევროს.
  • 2023-2024 წლებში – ბიუჯეტმა 47 მილიონი ევრო შეადგინა.

მიზნები/მიღწევები:

  • საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილება, გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა;
  • აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები თემების უსაფრთხო, ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნების ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის განმტკიცება.

ევროპის სამშვიდობო ფონდი საქართველოსთვის ქვეყნის თავდაცვის ძალებს აძლიერებს:

  • 2021-2023 წლებში დახმარებამ 62 მილიონი ევრო შეადგინა.
  • 2024 წელს – დახმარება შეჩერებულია.

აქამდე მოწოდებული აღჭურვილობა მოიცავს:

  • 2 სრულად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება
  • გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აღჭურვილობა
  • 42 სატვირთო მანქანა
  • 96 ინდივიდუალური და 17 საინჟინრო ნაკრები
  • კიბერთავდაცვის წვრთნები და სწავლებები

 ***

მანამდე, 17 ივნისს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის გენერალურმა დირექტორატმა (DG NEAR) გამოაქვეყნა

2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს – სესხით სახით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროებს სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყოთ. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

https://www.youtube.com/watch?v=HJv7UCQWPf8 ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა