ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოაშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რუსეთს მნიშვნელოვანი სანქციები დააკისროს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ადგილი ექნება უკრაინაში შეჭრას ან უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას რუსეთის მხრიდან, აშშ-ის მთავრობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა მნიშვნელოვანი შედეგები დააკისროს რუსეთის ფედერაციას.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის დაგროვება საფრთხეს უქმნის მოსაზღვრე ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას და პროვოკაციული და უგუნური ნაბიჯია, რომელიც ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო ნორმებს.

სენატორები ადასტურებენ აშშ-ის ურყევ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობის ძალისხმევას მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის გზით.

რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნის ავტორიზაცია.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა