კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაგამარჯვების ფორმულა - რა ვერ ვისწავლეთ და რატომ გაქრა ქვეყნის მნიშვნელოვანი თემები...

გამარჯვების ფორმულა – რა ვერ ვისწავლეთ და რატომ გაქრა ქვეყნის მნიშვნელოვანი თემები საზოგადოების ყურადღების არეალიდან

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი ელისო კილაძის არაერთხელ გამოქვეყნებულ პოსტს ემიგრანტების ჩართულობის თაობაზე 2024 წლის არჩევნებში, რატომ არ აქვს რეაგირება ოპოზიციურ პარტიებს, რატომ აიგნორებენ ამ უმნიშვნელოვანეს თემას, რომლის გარეშეც არჩევნებში გამარჯვება ძალიან რთული იქნება.

ვეკითხები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რა კეთდება ამ მიმართულებით, როგორ აპირებთ ქვეყნიდან გასული 1.5 მილიონი ემიგრანტის ხმის მიცემის უზრუნველყოფას ან გაქვთ თუ არა კომუნიკაცია, ვინც უცხოეთში ვერ მისცემს ხმას აპირებენ თუ არა თუნდაც ერთი დღით ჩამოსვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

გარანტირებული გამარჯვებისთვის მინიმუმ კიდევ 200 000 ხმაა საჭირო. კიდევ იგივე ბაქიბუქი ისმის, ხომ არ დაგავიწყდათ როგორ ვერ დაიცავით ხმები, ამ მიმართულებით რას აკეთებთ?

მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს და მთლიანად საზოგადოებას, რატომ იგნორდება და რატომ არ არის საინფორმაციო და პოლიტიკურ ბაზარზე გააქტიურებული ქვეყნისთვის ისეთი ეგზისტენციალური საკითხები როგორებიცაა:

1. ვაზიანის სამხედრო ბაზის ფაქტიურად გაუქმება (დეტალები ცნობილია) – ეს NATO-ს სტანდარტების ბაზა არამარტო დედაქალაქის ფარია, არამედ ქვეყნის თავდაცვის ხერხემალი;

2. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ასევე უნიკალურია თავისი ეკონომიკური და ასევე ქვეყნის უსაფრთხოების შესაძლებლობებით და მომავალში შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი გახდეს;

3. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის რა სამუშაოები მიმდინარეობს?

4. რატომ გაქრა საინფორმაციო თუ პოლიტიკური სივრციდან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ტოტალურად მოსახლეობის და არამარტო მოსმენებს შეეხებოდა, რაც ადამიანის უფლებების უპრეცენდენტო დარღვევაა და სხვა უამრავი აქტუალური საკითხი.

P.S. მინდა მივმართო საზოგადოებას, ვერც ოპოზიცია გიშველით, ვერც უცხოელი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები და ვერც ვერავინ თუ თავად არ გამოიჩენთ ინიციატივას, თავად არ იბრძოლებთ.

ამ ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ ჩვენ, ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ძალა ჩვენშია, ძალა ერთობაშია!

წერს სოციალურ ქსელში დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა