მთავარიმსოფლიოEU-ს ახალი სანქციები 90-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას ეხება, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

EU-ს ახალი სანქციები 90-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას ეხება, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს ათობით საერთაშორისო კომპანიის მიმართ, რომლებიც ოფიციალურ მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

როგორც ფონ დერ ლაიენმა ZDF-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი შექმნას ყველა ისეთი პირობა, რომ რუსეთმა სანქციებისგან თავის არიდება ვეღარ შეძლოს.

“ზუსტად ამიტომ, სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ შევიყვანეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ამ კომპანიების წინააღმდეგ გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან აწვდიან საქონელს რუსეთს, მესამე ქვეყნების გავლით”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დასანქცირებულ კომპანიებს შორის დაახლოებით 8 კომპანიაა, რომელიც ჩინეთშია დარეგისტრირებული.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბერკეტი ოკუპანტის ხელში — როგორ აქცია ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ზეწოლის იარაღად

როდესაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპანტი სახელმწიფოს ბაზარზეა დამოკიდებული, ეს მხოლოდ ეკონომიკური შეცდომა აღარ არის — ეს ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უშიშროებისა და ათიათასობით ოჯახის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა