ხუთშაბათი, მაისი 9, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაამერიკის სენატმა რეკორდული, $886 მილიარდის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის სენატმა რეკორდული, $886 მილიარდის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რეკორდული 886 მილიარდი დოლარია.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა სენატმა ეროვნული თავდაცვის ასიგნებების აქტის (NDAA) ვერსია 86 ხმით მიიღო 11-ის წინააღმდეგ, დემოკრატების და რესპუბლიკელების ძლიერი მხარდაჭერით.

2024 ფისკალური წლისთვის NDAA ითვალისწინებს რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ხარჯვას და არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ძირითადი კანონპროექტიდან, რომელსაც კონგრესი ყოველწლიურად იღებს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედროების ხელფასების 5.2%-ით გაზრდას და 300 მილიონი დოლარის უკრაინისთვის გამოყოფას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში დასახმარებლად.

NDAA 1961 წლიდან ყოველწლიურად ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღება. მაგრამ წელს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის თავისი ვერსია მცირე სხვაობით მიიღო – 219 ხმით 210 წინააღმდეგ.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ქვედა პალატის კანონპროექტის ულტრამემარჯვენე დებულებები არ გახდება კანონი. დემოკრატებს სენატში მხოლოდ მცირე უმრავლესობა აქვთ (51-49 მანდატი), მაგრამ ორივე პარტიის სენატორებმა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ თავდაცვის კანონპროექტის მიღება სოციალურმა საკითხებმა შეაფერხოს.

სენატმა ათობით საკუთარი შესწორება მიიღო, მათ შორის ჩინეთთან კონკურენციაზე.

“ის, რაც სენატში ხდება, მკვეთრად ეწინააღმდეგება პარტიულ დაპირისიპირებას, რომელიც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები ისეთი ცვლილებების ინიციატივით გამოდიან, რომლის მიღების შანსიც ნულოვანია,” – თქვა შუმერმა.

ახლა, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა კანონპროექტები მიიღეს, კონგრესის წევრები შეეცდებიან კომპრომისს, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა გაიაროს ორივე პალატა, სანამ იგი თეთრ სახლს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს.  30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა