შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიობენ ჰოჯესი: უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მაგრამ არა - მთავარი კონტრიერიში

ბენ ჰოჯესი: უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მაგრამ არა – მთავარი კონტრიერიში

ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი უკრაინის კონტრშეტევას აფასებს. ხსენებულ საკითხზე ჰოჯესის ანალიზი CEPA-ს ვებგვერდხზე გამოქვეყნდა.

ამერიკელი გენერლის შეფასებით, დიდი განსხვავებაა შეტევის დაწყებასა და ოპერაციის მთავარ შეტევასა თუ მთავარ ძალისხმევას შორის. ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მაგრამ არა – მთავარი კონტრიერიში.

„როდესაც ვნახავთ ორ ან სამ ბრიგადას (დაახლოებით 500-750 საბრძოლო ჯავშანმანქანა) ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ მთავარი შეტევა დაიწყო. ასევე ვიტყვით, სად დაიწყო. ოღონდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინულ გენერალურ შტაბს ენდომება, რუსებმა რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდნენ მთავარი შეტევის წერტილი და სულაც არ შეწუხდებიან (და ალბათ მიესალმებიან კიდეც), თუ Twitter-ში ამ წერტილს არასწორად გამოიცნობენ“, – წერს ბენ ჰოჯესი.


დასავლეთი თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს უზრუნველყოფს,  ჰოჯესი მოელის, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს.

ვფიქრობ, ეს არის შეტევის ერთ-ერთი მიზანი. ამ მომენტისთვის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს შეეძლება, მიაღწიოს სევასტოპოლს, საკის, ჯანკოისა და სხვა საკვანძო სამიზნეებს, რაც ნახევარკუნძულს დაუცველს გახდის რუსული ძალებისთვის.

სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი ბრიტანეთის მიერ Storm Shadow -ს ტიპის რაკეტების გადაცემა, რომელსაც 250 კილომეტრზე მეტი დისტანციის დაფარვა შეუძლია. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა