სამშაბათი, სექტემბერი 16, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაგაყიდული სია | როგორ გაქრა აგენტურული ქსელი, რომელიც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდა?...

გაყიდული სია | როგორ გაქრა აგენტურული ქსელი, რომელიც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდა? (ვიდეო)

იმის შესახებ, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან და სპეცსამსახურებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟონავს და რუსული სპეცსამსახურების ხელში გადადის, პოსტ ფაქტუმში არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრების პირადი საქმეები, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა და წესით კი საქართველოს თავდაცვის არქივში უნდა ყოფილიყო. რამდენიმე დღის წინ კი ამ კონკრეტულ საკითხზე მრავალწლიანი დუმილი დაარღვია გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ

საქმე იმაშია, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ წლების განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონებში და რუსეთში აწყობილი აგენტურული ქსელი, რომელიც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდნენ, გაქრა. 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ გადმობირებული ადამიანები დარტყმის ქვეშ იყვნენ. ისინი ან კვდებოდნენ, ან იჭერდნენ, ან უბრალოდ ქრებოდნენ. 

იმის გამო, რომ თეორიულად იყო შანსი, ვინმეზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ყოფილიყო ოკუპანტებისთვის ხელმისაწვდომი, ამ საკითხზე კალანდაძე დუმდა. ახლა, როცა წლების შემდეგ მთელი ქსელი საეჭვო ვითარებაში განადგურდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია ქართული სპეცსამსახურებიდან უბრალოდ გაყიდეს და მტრულ სახელმწიფოს გადასცეს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„ანტიამერიკული გადახვევა მოსკოვისკენ, თეირანისა და პეკინისკენ“ – რა თქვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე (ვიდეო)

10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა