შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაქართველოში რუსული რბილი ძალის ინტერვენციის კატასტროფული შედეგები

საქართველოში რუსული რბილი ძალის ინტერვენციის კატასტროფული შედეგები

საქართველოში რუსული რბილი ძალის ინტერვენციის კატასტროფული შედეგები (მონაცემები ეყრდნობა არასამთავრობო, საერთაშორისო და რეესტრში რეგისტრირებული კვლევების სტატისტიკას).

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან წასულთა რიცხვი გორისა და ზუგდიდის მოსახლეობას აღებულს აჭარბებს (ბოლო ათ წელში, სულ 245 000 საქართველოს მოქალაქე).

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც 3-ჯერ აღემატება წინა 27 წლის მაჩვენებელს.

სტატისტიკური მონაცემებით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ყოველ 33 წუთში ახალი კომპანია რეგისტრირდება.

სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველ 26 წუთში ყიდულობენ ბინებს, კერძო სახლებს და ყოველ 27 წუთში იფორმებენ ახალი მიწის ნაკვეთებს.

2023 წლის მონაცემებით, სოციალური დახმარების პროგრამის ბაზაში რეგისტრირებულია 1 202 105 (32.3%) ადამიანი და 373 421 ოჯახი (35%).

საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანაზე, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს საქართველოზე ძალიან ძლიერი ზეწოლის ბერკეტის სახით.

რეგიონში საფრთხის მაღალი რისკის მიუხედავად შემცირებულია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

თვალშისაცემია საქართველოს NATO-სკენ უკუსვლა, უკიდურესად გართულებულია აშშ-სთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობები, რაც პირდაპირ ოკუპანტი რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს მიმართ.

ამ ყველაფერს ემატება რუსული ჰიბრიდული ომი, რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც გათვლილია ქართველი ერისადმი სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის რელიგია, პატრიოტიზმი და ა.შ.

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა