მთავარითავდაცვა-შეიარაღებათავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის სახსრები ვერც წელს მოინახა - შსს-სა და სუს-ის ბიუჯეტი, თავდაცვის...

თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის სახსრები ვერც წელს მოინახა – შსს-სა და სუს-ის ბიუჯეტი, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მეტია

მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის, შსს-ის და სუსის დაფინანსება 240 მლნ ლარით იზრდება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შსს-სა და სუსის დაფინანსება ბევრად აღემატება თავდაცვის უწყების ბიუჯეტს, რაც პოლიტიკოსების შეფასებით მთავრობის პრიორიტეტებზე ღიად მიუთითებს.

მაშინ როცა, დასავლური ქვეყნები რუსული საფრთხის გამო ძირითად აქცენტს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო ძალების გაძლიერებაზე აკეთებენ, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუსია.  ის უწყებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით რეპრესიული პოლიტიკისთვის გამოიყენება. 

გამოყოფილი თავდაცვის ბიუჯეტის ძირითადი გადანაწილება ხდება ხელფასებისა და სოციალური პაკეტებისთვის და არა თავდაცვისუნარიანობისთვის. ბიუჯეტის ამგვარი გადანაწილება ეწინააღმდეგება NATO-ს მოთხოვნასაც, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის 2 % მთლიან მშპ-სთან მიმართებით  თავდაცვის უწყებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. 

ექსპერტების თქმით, მაშინ როცა რეგიონში რუსული აგრესია მასშტაბურია, ამის ფონზე ბიუჯეტის არასწორი გადანაწილება ქვეყნისთვის წამგებიანია. მათი თქმით, თავდაცვის გაძლიერება ქართული ოცნების ინტერესებს არ წარმოადგენს. ისინი პარალელებს ავტოკრატიულ მმართველობასთან ავლებენ და ამბობენ, რომ პოლიციის გაძლიერება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მეორე ფლანგზე გადაწევა სწორედ ამგვარი რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა