პარასკევი, მაისი 3, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკასაქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აჭარბებს

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აჭარბებს

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 758,842 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 12,046 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.440 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.830 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.681 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 21.323 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის სექტემბრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.452 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.639 მლრდ ლარს შეადგენდა.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი – 967.536 მლნ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.468 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.133 მლრდ დოლარს აჭარბებს.

წყარო: guriismoambe.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა