შაბათი, მაისი 4, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასაფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები პოლონეთში არიან

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები პოლონეთში არიან

ფოტოს წყარო: NATO

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვენიის, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჯარებმა ამ კვირაში (2024 წლის 4-5 მარტი) პოლონეთში, კორჟენიევოს მახლობლად, მდინარე ვისტულა გადაკვეთეს.


აღნიშნული არის წვრთნების –  Dragon 24-ის ნაწილი, რომელსაც პლონეთი უძღვება. ეს წვრთნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში, NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნების  – Steadfast Defender 24-ის მთავარი ელემენტია. სწავლების ამ ნაწილს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ესწრებოდნენ.


STEADFAST DEFENDER 2024 არის მრავალდომენიანი წვრთნა, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ ოპერაციებს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან, ევროპაში ძალების განლაგებას გულისხმობს. 

„Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” – განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.


წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.

წყარო: europetime.eu

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა