შაბათი, მაისი 18, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს | აშშ-ის...

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს | აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საელჩს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიშეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა.

დანიგანი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

“მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.”- ამბობს დანიგანი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართველ ხალხს არასდროს მივატოვებთ” – აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, ავრცელებს განცხადებას საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა