ორ ფეხზე დგომა, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა თემურ ლენგის საფლავზე ყვავილების მიტანა და პატივისცემაა?, რომელმაც რვა შემოსევის დროს მიწასთან გაასწორა ქართული სახელმწიფო, რომლის შემდგომაც დღემდე მოგვყვება ეს მძიმე ჭრილობა, ასეთი ღირსებით ეახლეთ დიდგორობის დღესასწაულზე, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების დროს თურქეთს და ქართული სახელმწიფოს ტერიტორიის წამგლეჯს ყვავილები მიართვით საფლავზე და მუხლიც მოუყარეთ პატივისცემის ნიშნად?, ასეთი წარმატებით ეწვიეთ ირანს და თავლებჩახრილებმა მიუსამძიმრეთ ტერორისტის სიკვდილი და შეუერთდით შეძახილს, რომელზეც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობრებს სიკვდილს უსურვებდნენ?!
ასეთი წარმატებით თანამშრომლობთ ოკუპანტთან ყველა სფეროში, ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული აკეთოთ, არჩევნები გააყალბოთ და ძალით შეინარჩუნოთ ხელისუფლება?.

დემოკრატიის განადგურებას, დიქტატორულ-ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსი, კოპირებული რეპრესიული კანონების მიღებას ლამაზი სათაურებით და შინაარსში საზოგადოების თავისუფლებისთვის სასიკვდილო ტექსტით ეძახით ღირსებით ევროკავშირისკენ?

საუკუნოვანი ოცნება ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გავმხდარიყავით, რაც ერთი ხელის გაწვდენაზე იყო საქართველოს ევროკავშირის წევრობა, გრძელვადიან პერსპექტივაში NATO-ში სწრაფად დაასამარეთ და ამ ყველაფერში სასიცოცხლოდ დაინტერესებული ისევ ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლება და მათი სპეცსამსახურები იყვნენ.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ყველაზე ლაჩარ, უღირს და მასხრად ასაგდებ ქვეყნად აქციეთ, „აბა ომი გინდას“ ძახილით ოკუპანტისგან ომის საფრთხის წინაშე დააყენეთ იმდენად მოწყვლადი გახადეთ ქვეყანა, მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე.
რუსული დეზინფორმაციის და აფერისტობის წარმოუდგენლად ნაძირლური, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდა ჩააბეტონეთ, საქართველოს მოსისხლე მტრის რუსეთის სპეცსამსახურების გეგმით და დავალებით.
ათობით მილიარდით გაძარცვეთ ქართული სახელმწიფო, მისი მოქალაქეები და ამდენივე ვალიც დაადეთ.
რაც ქართულ სახელმწიფოს აძლიერებდა და გააძლიერებდა ყველა დიდი საერთაშორისო პროექტი ან გააუქმეთ ან მტრის ინტერესებით გარდაცვლილივით მიწას მიაბარეთ.
დღეს რა არის ამ ქვეყანაში მონობა და სამშობლოს ღალატი? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, თქვენ „ქართულო ოცნება“, თქვენი რუსული რეჟიმი და უპირველესად თქვენი მხარდაჭერა.

P.S. იდეალისტების და თავისუფალი ადამიანებთან ბრძოლა მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ჯერ არავის მოუგია, შესაძლოა დრო გაიწელოს მაგრამ საბოლოო დანიშნულების ადგილი ტირანზე და ტირანიაზე გარდაუვალი გამარჯვებაა!
ავტორი: ბექა ბეგთაბეგი