‼️ POLITICO: 🇬🇧🇪🇺🇺🇦 აშშ-ის გარეშე, მაგრამ უკრაინასთან ერთად: გრენლანდიისა და სხვა სადავო საკითხებზე
ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს აშშ-ს გარეშე და უკრაინის მონაწილეობით | გამოცემა წერს, რომ ტრამპის მუქარა გრენლანდიასთან დაკავშირებით და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების შემოღება, ევროპის დედაქალაქებისთვის „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა. ევროკავშირსა და მის გარეთ უკვე არსებობს მსურველთა კოალიცია – დაახლოებით 35 ქვეყნის ჯგუფი, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის, რომლებიც კოორდინაციას უწევენ მოქმედებებს აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.
🔴 Politico აღნიშნავს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ახალი ალიანსის მთავარი ელემენტი, როგორც ევროპაში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა – დიდი არმიით, განვითარებული დრონების ინდუსტრიითა და რეალური საბრძოლო გამოცდილებით – “საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალასთან ერთად, ასეთი ბლოკი სერიოზულ ძალად გადაიქცეოდა” – წერს გამოცემა.










