ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირებულია,...

ფინეთის სამხედრო დაზვერვა: “რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა”

ფინეთის სამხედრო დაზვერვის საჯარო მიმოხილვის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა შემცირდა, თუმცა, არა საქართველოში, რომელიც უფრო მეტად დაუახლოვდა რუსეთს.

ფინეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წერია:

„რუსეთი კვლავ რჩება მნიშვნელოვან აქტორად სამხრეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა შემცირებულია. მან დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გარე რეგულატორის პოზიცია და ორივე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან დასუსტდა. მეორე მხრივ, საქართველო პოლიტიკურად უფრო მეტად დაუახლოვდა რუსეთს“.

ანგარიშში ასევე ნახსენებია მოლდოვა და აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2025 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მხარის გამარჯვებისა, „რუსეთი აგრძელებს მცდელობას, გაზარდოს თავისი პოლიტიკური გავლენა ქვეყანაში ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებითა და სეპარატისტულ ტრანსნისტრიის რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტით მანიპულირებით“.

„რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას თავისი „დიდი სახელმწიფოს“ სტატუსის აღსადგენად. რუსეთის მთავარი მიზანი, გაზარდოს საკუთარი გლობალური გავლენა, უცვლელი რჩება. მისი რეჟიმი დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხედ მიიჩნევს და ცდილობს, დაასუსტოს დასავლეთი უკრაინის ომის, სხვა კონფლიქტებისა და მტრული ჰიბრიდული ზეგავლენის ინსტრუმენტების გამოყენებით. რუსეთის ყურადღება მიპყრობილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკრაინის ომზე, რომელსაც იგი სხვა მიზნების ხარჯზე აწარმოებს“. – ნათქვამია ფინეთის სამხედრო დაზვერვის მიმოხილვაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა