შაბათი, მარტი 2, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაEU-ს ოფიციალურ პირებს საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ, არსებობს 4 მიზეზი, რის გამოც...

EU-ს ოფიციალურ პირებს საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ, არსებობს 4 მიზეზი, რის გამოც შეიძლება სტატუსის მინიჭება – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს ბლოგს და ასახელებს 4 მიზეზს, თუ მაინც რატომაა შესაძლებელი საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას წელს სტატუსის მიღების იმედი აქვს და ირწმუნება, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველა სრულდება, გარდა ერთისა – დეპოლარიზაცია. 

“ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომლებთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ. ზოგი მათგანი თბილისის ევროკავშირთან დაახლოების სურვილსაც კი აყენებს ეჭვქვეშ. მაგალითად მათ ბოლოდროინდელი მოვლენები მოჰყავთ – იქნება ეს უცხოელი აგენტის კანონის ამოქმედების მცდელობა თუ რუსეთთან პირდაპირი ავიაიმოსვლის განახლება”, – წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა 4 მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს სატატუსი მიენიჭოს – “იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან”. 

იოზვიაკის თქმით, 4 მიზეზი ასე გამოიყუება: 

1. ევროკავშირმა, გარკვეული გაგებით, “გააუფასურა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მკვეთრად გასულ წელს, ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში გამოჩნდა, როცა ქვეყანას სტატუსი მიენიჭა მიუხედავად იმისა, რომ მას 14 პირობა ბოლომდე არ შეუსრულებია. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება არ გახდება განსაკუთრებული გამონაკლისი, რადგანაც კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც ბევრი ევროპელი ჩინოვნიკი უყურებს დღეს ამას, შედარებით მარტივად მისაღწევ მიზნად იქცა.

2. პოლიტიკურ იმპულსი. იოზვიაკი ამბობს, რომ დიდი პაუზის შემდეგ ევროკავშირის გაფართოება აქტუალური გახდა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება ჩაიკარგოს და რომ ახლა საუკეთესო დროა საქართველოსთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაზე, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

3. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ამბობს, რომ თუ კიევისა და კიშინიოვის წყვილი ერთ ნაბიჯს გადადგამს წინ, საქართველოც ერთი ნაბიჯით უნდა წაიწიოს, ტრიოში ძლიერი ჩამორჩენის საფრთხის ასარიდებლად.

4. იოზვიაკი ვარაუდობს, რომ თბილისი მიიღებს სტატუსს, მაგრამ სტატუსთან ერთად, შემდეგი ეტაპის გადასალახად და გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად, დამატებითი პირობების შესრულებას მოსთხოვენ.

“ბრიუსელს, როგორც წესი, კარგად გამოსდის ახალ-ახალი პირობების დაწესება და ერთ-ერთი პირობა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში სწრაფი მოქცევაც გახდეს”.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა