მთავარიანალიტიკაEuronews: საქართველოში სახელმწიფო პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ყველაზე დაბალი...

Euronews: საქართველოში სახელმწიფო პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში

EuroNews Payroll-ის და Moorepay-ის ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს, რომელიც იკვლევს, რამდენად ფარავს სახელმწიფო პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯებს ევროპის ქვეყნებში.

კვლევის მიხედვით, 39 ევროპული ქვეყნიდან 20-ში პენსია ცხოვრების ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის — საქართველოში კი ის ცხოვრების საჭირო ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პენსია ხშირად საკმარისია ძირითადი ხარჯების დასაფარად, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის ქვეყნებში ის ხშირად არასაკმარისია.

ყველაზე დაბალი დაფარვა, 22% საქართველოშია. ყველაზე მაღალი, 225% ლუქსემბურგში, სადაც საშუალო პენსია €28790-ია, ხოლო ცხოვრების ხარჯები €12,791-ს შეადგენს, ანუ პენსია თითქმის ორჯერ აღემატება საჭიროებას.

პენსია სიცოცხლისთვის საჭირო ხარჯების ორჯერ აღემატება ასევე იტალიაში (210%) და ფინეთში (208%), ესპანეთსა (199%) და დანიაში (189%) კი ახლოსაა ამ ნიშნულთან,” — ვკითხულობთ კვლევაში.

150–180%-იან ნიშნულზეა პენსია — ისლანდიაში (179%), ნორვეგიაში (178%), გერმანიაში (176%), ბელგიაში (170%), ავსტრიაში (165%), საფრანგეთში (160%), ნიდერლანდებში (159%) და შვედეთში (158%).

100–150%-ის ფარგლებშია: შვეიცარია (131%), ირლანდია (126%), დიდი ბრიტანეთი (120%), პოლონეთი (112%), ჩეხეთი (108%) და საბერძნეთი (103%) — აქ პენსია საკმარისია, მაგრამ მხოლოდ მცირე ზედმეტი თანხა რჩება.

პენსიები არ არის საკმარისი 20 ქვეყანაში. ზოგიერთ მათგანში ისინი ჯერ კიდევ ფარავს საჭირო თანხების 80%-ზე მეტს. ეს ქვეყნებია: სლოვენია (95%), სლოვაკეთი (94%), ესტონეთი (91%), პორტუგალია (90%), მონტენეგრო (89%), ლიტვა (85%), ხორვატია (82%) და უნგრეთი (81%).

თუმცა, პრობლემური სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში, სადაც პენსია მხოლოდ 65%-ზე ნაკლებ ხარჯებს ფარავს. ეს ქვეყნებია: ალბანეთი (29%), უკრაინა (29%), მოლდოვა (42%), ბოსნია და ჰერცეგოვინა (53%), კვიპროსი (58%), ჩრდილეთ მაკედონია (61%), თურქეთი (64%), ლატვია (65%).

კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მოხუცები ძირითადად პენსიაზე არიან დამოკიდებული. OECD-ის მონაცემებით, 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების შემოსავლის 66% საჯარო ტრანსფერებიდან მოდის. ზოგი ქვეყანა იყენებს კერძო სამუშაო პენსიასაც.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა