ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკაFreedom House: საქართველო ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა - გზა უფსკრულისკენ?

Freedom House: საქართველო ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა – გზა უფსკრულისკენ?

Freedom House ახალ ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია და აღნიშნულია, რომ ის, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მეთოდოლოგიით გამოიკვეთა, რომ საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდნენ პოლიტიზების იმ დონეს, რაც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.

ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მოქცეული ჰიბრიდული რეჟიმების დროს ოპოზიციისა ან სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის სივრცე არსებობს, თუმცა მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა ხელმძღვანელობაში ნებისმიერი ცვლილების შესაჩერებლად.

Freedom House-ის განცხადებით, ეს აღწერა კარგად მიესადაგება სერბეთს, სადაც პრეზიდენტ ვუჩიჩის რეჟიმი ძალაუფლებაზე კონტროლს არჩევნების გაყალბებით, მედიაზე დომინირებით, ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების დისკრედიტაციით ინარჩუნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია. ანგარიშში სერბეთის მაგალითზე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ ფარულ მიდგომებს იყენებენ, როგორებიცაა, დაშინება, დახშობა, თვალთვალი.

აქვე აღნიშნულია, რომ როდესაც საშინაო და საერთაშორისო მედეგობა საკმარისად ძლიერია, ამ ქვეკატეგორიის ჰიბრიდული რეჟიმები იძულებული არიან გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად მოყვანილია 2023 წლის მარტში რუსული სტილის „უცხოური აგენტების” კანონის გაწვევა.

„ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან განასხვავებს შეკრებისა თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის დასარბევად”, – ნათქვამია ანგარიშში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 “ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსანი დაასანქცირა – ვინ მოხვდა სიაში

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა