ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-ს ქვეყნები რუსეთის საზღვრებთან 250–მდე გამანადგურებელს განალაგებენ

NATO-ს ქვეყნები რუსეთის საზღვრებთან 250–მდე გამანადგურებელს განალაგებენ

აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, რომელიც ახლახან შეუერთდა ნატოს, მკვეთრად გაზარდა მეხუთე თაობის ამერიკული F-35 მებრძოლების შესყიდვა უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე.

27 სექტემბერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა აშშ-დან 24 ასეთი თვითმფრინავის შეძენის გადაწყვეტილების თაობაზე. ამ მიზნით დაახლოებით 150 მილიარდი კრონის (6,5 მილიარდი დოლარი) დახარჯვა იგეგმება. პირველი F-35-ები მზად იქნება 2029 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩეხი მფრინავები წავრთნებს აშშ-ში გაივლიან. გამანადგურებლები ჩეხეთს ეტაპობრივად 2035 წლამდე მიეწოდება.

ფიალამ განმარტა, რომ შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს “ჯარის რეკომენდაციის საფუძველზე”. „ხელისუფლება თავის ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად მიიჩნევს ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. და ამის საუკეთესო გზა არის ჩვენი არმიის მოდერნიზება და მისთვის იმის მიწოდება, რაც რეალურად სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

26 სექტემბერს რუმინეთმა განაცხადა, რომ აპირებს, 48 F-35 შეისყიდოს შეერთებული შტატებისგან. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნა პარლამენტს გადაუგზავნა. პირველი პარტია – 32 გამანადგურებელი – ქვეყნის ბიუჯეტს 6,14 მილიარდი ევრო დაუჯდება, მოგვიანებით კი დამატებით 16-ს შეიძენენ. ეს არის იარაღის ყველაზე მსხვილი შეძენა რუმინეთის ისტორიაში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანხელ ტილვარმა განმარტა, რომ F-35 თვითმფრინავი ქვეყანაში 2032 წელს ჩავა.

მანამდე პოლონეთმა გააფორმა კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან 4,6 მილიარდ დოლარად 32 F-35 გამანადგურებლის მიწოდებაზე. მიმდინარე წლის აპრილში რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პირველი თვითმფრინავები მზად იქნება 2024 წელს. გარდა ამისა, 25 სექტემბერს ქვეყანამ გააფორმა ხელშეკრულება F-35-ის მწარმოებელ კომპანია Lockheed Martin-თან Apache შვეულმფრენების მიწოდებაზე. “პოლონეთს მალე 96 Apache ეყოლება. ეს იქნება ამ ვერტმფრენების უდიდესი ფლოტი შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ“, – თქვა ბლაშჩაკმა.

2022 წელს ფინეთმა გააფორმა ხელშეკრულება 64 ერთეული F-35 გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური თანხა დაახლოებით 10 მილიარდი ევროა. თვითმფრინავების მიწოდება 2026 წელს დაიწყება.

გარდა ამისა, ამ ზაფხულს დანიამ განაცხადა საკუთარი განზრახვის თაობაზე, თავისი F-16-ები F-35-ებით ჩაანაცვლოს დაგეგმილზე ადრე. მანამდე ქვეყანამ შეერთებული შტატებს მეხუთე თაობის 27 გამანადგურებელი შეუკვეთა. პირველი ოთხი F-35 სკრიდსტრუპის აეროდრომზე 14 სექტემბერს დაჯდა. სრული მიწოდება 2027 წლისთვის დასრულდება.

ნორვეგიამ ასევე შეცვალა თავისი F-16-ები F-35-ებით. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება 52 მებრძოლის შესყიდვის თაობაზე ჯერ კიდევ 2018 წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ნორვეგიას ყოველწლიურად უნდა მიეღო აშშ-დან ექვსი ახალი F-35. ამ მებრძოლების ძირითადი ბაზა ტრონდელაგში, ორლანდის აეროდრომზეა. F-35-ის ფლოტმა სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2025 წელს უნდა მიაღწიოს.

ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა ნატოს წევრია. ამრიგად, მომავალში რუსეთის საზღვრებთან 247 F-35 განლაგდება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 “ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსანი დაასანქცირა – ვინ მოხვდა სიაში

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა