ხუთშაბათი, მაისი 9, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა

NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა

მოკავშირეებმა NATO-ს 2024 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე შეათანხმეს. სამოქალაქო ბიუჯეტი განისაზღვრა 438,1 მილიონი ევროთი, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი 2,03 მილიარდი ევრო იქნება, რაც 2023 წელთან შედარებით,18,2% და 12% ზრდას წარმოადგენს.


NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს დაფინანსების გაზრდა და გაფართოება მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად გადაჭრას უსაფრთხოების საერთო გამოწვევები.

„საერთო დაფინანსება მოკავშირეთა სოლიდარობასა და კოლექტიური ნების დემონსტრირებას ახდენს. ტურბულენტურ დროში, ჩვენ გვჭირდება ეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,“ – განაცხადა ჯოანამ.


2022 წელს მადრიდის სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ, ალიანსში მეტი ინვესტიცია განახორციელონ.

2023 წლის ვილნიუსის სამიტზე თავდაცვის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. 


NATO-ს სამოქალაქო ბიუჯეტი ითვალისწინებს დაფინანსებას NATO-ს შტაბ-ბინისა და მისი საერთაშორისო პერსონალის, საოპერაციო და პროგრამული ხარჯებისთვის. სამხედრო ბიუჯეტი ფარავს NATO-ს სარდლობის სტრუქტურის შტაბ-ბინების, მისიებისა და ოპერაციების ოპერაციულ ხარჯებს მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა (NSIP), ის მოიცავს სამშენებლო, მართვისა და კონტროლის სისტემის ძირითად ინვესტიციებს. NSIP-ის 2024 წლის ზღვარი იქნება 1.3 მილიარდი ევრო, რაც 30%-იანი ზრდა 2023 წელთან შედარებით

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს.  30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა