ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNew York Times: CIA-ისა და უკრაინის ათწლიანი თანამშრომლობის დეტალებზე

New York Times: CIA-ისა და უკრაინის ათწლიანი თანამშრომლობის დეტალებზე

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი გასულ კვირაში კიევს ესტუმრა. ვიზიტის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა, მაგრამ გაზეთმა The New York Times-მა კვირას გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობას ეძღვნება. CIA-ის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ბერნსის ვიზიტი მართლაც შედგა და აღნიშნა, რომ ის „იყო კიდევ ერთი მძლავრი სიგნალი, რომ უკრაინის მხარდაჭერისადმი აშშ-ის ერთგულება გაგრძელდება“.

პუბლიკაციაში New York Times-ი ამტკიცებს, რომ CIA-ის ხელმძღვანელი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკვე მეათედ სტუმრობდა უკრაინას.

გაზეთი აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ მოხელეებთან საუბრებზე დაყრდნობით ჰყვება უკრაინისა და CIA-ის თანამშრომლობის ისტორიას. სხვათა შორის, სტატიაში ნათქვამია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა უკრაინაში საიდუმლო სადაზვერვო ბაზების მოწყობასა და მუშაობაში, ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმების ელიტური ქვედანაყოფის წვრთნაში. ამ ქვედანაყოფში მსახურობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ამჟამინდელი ხელმძღვანელიც, კირილო ბუდანოვი. სტატიაში საუბარია ასევე უკრაინის საიდუმლო აგენტების მომზადებაზე, რომლებიც, სხვათა შორის, რუსეთშიც მუშაობდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს CIA-ისთან თანამშრომლობის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ სტატიაში არაერთი ახალი ინფორმაციაა.

როგორც The New York Times-ი იტყობინება, პარტნიორობა დაიწყო 2014 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევიდან ცოტა ხნის შემდეგ. ამასთან, ამერიკულმა მხარემ მონიშნა რამდენიმე „წითელი ხაზი“, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ის, რომ პარტნიორობას არ უნდა გამოეწვია სასიკვდილო შედეგები. გაზეთი წერს უთანხმოებებზეც. კერძოდ, CIA-ში არ მოიწონეს უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის რეიდი ყირიმში 2016 წელს და, პუბლიკაციის თანახმად, ამის შემდეგ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ვალერი კონდრატიუკი იძულებული იყო, გადამდგარიყო. მაგრამ, როგორც სტატიის ავტორები ამტკიცებენ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში CIA-ისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლობა გაფართოვდა, უკრაინაში შეიქმნა საიდუმლო ბაზები და გაფართოვდა სასწავლო პროგრამები.

თანამშრომლობის მთავარი მიმართულება იყო რუსეთთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება. როგორც ამტკიცებენ, CIA-ის დახმარებით უკრაინის დაზვერვამ შექმნა 12 ოპერატიული ბაზა რუსეთის საზღვრის გასწვრივ. მათი მუშაობა ნაწილობრივ ფინანსდება CIA-ის მიერ, მაგრამ მათში მუშაობენ უკრაინელი სამხედროები და არა ამერიკელები. სტატიის თანახმად, რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროგრამას შეუერთდნენ ბრიტანული Mi-6 და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურები.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიდა, ვინაიდან მოიხსნა ადრე მოქმედი შეზღუდვები. აშშ-ის ადმინისტრაცია დათანხმდა სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობას რუსეთის ძალების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში (ოღონდ ხაზგასმულია, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე). პუბლიკაციის ავტორთა თქმით, უკრაინაში დარჩა CIA-ის თანამშრომლების მცირე ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას უკრაინელ კოლეგებს. კერძოდ, ამან შესაძლებელი გახადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის თავიდან აცილება. შემდგომში CIA-ის წარმომადგენლებმა კონსულტანტების სახით დაიწყეს მონაწილეობა რუსეთის ჯარების ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვაში. ისინი უკრაინული დაზვერვის სადაზვერვო მონაცემებს ამერიკულს ადარებდნენ.

გაზეთი წერს, რომ უკანასკნელ ხანებში უკრაინის წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებს ეკითხებიან, აშშ უარს ხომ არ იტყვის დახმარებაზე – იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის დახმარების პაკეტი მიმდინარე წლისთვის. ბერნსის ვიზიტს უნდა ეჩვენებინა, რომ აშშ უარს არ ამბობს თანამშრომლობაზე.

ოფიციალურ კიევსა და ვაშინგტონს სტატიის შინაარსზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოსკოვს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ პირდაპირ მართავს უკრაინის სპეცსამსახურებს. The New York Times-ის სტატიაში ლაპარაკია ფართო მასშტაბის თანამშრომლობაზე და არა CIA-ზე უკრაინის სპეცსამსახურების დაქვემდებარების შესახებ.

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა