მთავარიმსოფლიოReuters: რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოყენებული ძალების 90%-მდე დაკარგა

Reuters: რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოყენებული ძალების 90%-მდე დაკარგა

Reuters-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა.

ამერიკული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების მიერ მოსკოვის პირადი შემადგენლობისთვისა და ჯავშანტექნიკისთვის მიყენებულმა დანაკარგებმა რუსული სამხედრო მოდერნიზაცია 18 წლით უკან გადაწია.


წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებით, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 360 000 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო. მას შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან 330 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლულ ან დაჭრილ იქნა, რაც სრული შემადგენლობის დაახლოებით 87%-ს შეადგენს.

გამოცემის წყაროს თქმით, ხსენებულმა დანაკარგებმა რუსეთი აიძულა, სამხედრო გაწვევის სტანდარტები შეესუსტებინა და ნასამართლევი და ასაკიანი პირების გაწვევა მოეხდინა.

„რუსეთმა ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის 1,300 ერთეული დატოვა, და დანაკარგების შევსება 1970-იან წლებში წარმოებული T-62 ტანკებით უწევს,“ – წერს Reuters-ი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს ომს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა