მთავარითავდაცვა-შეიარაღებაSpaceX-თან ახალი კონტრაქტით დაიწყო აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის სამთავრობო საკომუნიკაციო სატელიტთა თანავარსკვლავედის, საიდუმლო...

SpaceX-თან ახალი კონტრაქტით დაიწყო აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის სამთავრობო საკომუნიკაციო სატელიტთა თანავარსკვლავედის, საიდუმლო Milnet Satcom-ის ქსელის შექმნა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსურ განშტოებასა და SpaceX-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ილონ მასკის კომპანიას სამთავრობო საკომუნიკაციო სატელიტთა თანავარსკვლავედის, საიდუმლო Milnet Satcom-ის ქსელის შექმნას ავალდებულებს.

პროგრამის ძირითადი დეტალები გასაიდუმლოებულია, მათ შორისაა ახალი ქსელის დაფარვის არეალიც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ Milnet-ის სატელიტები მთავრობის მფლობელობაში დარჩება, მათ ოპერირებას კი SpaceX უზრუნველყოფს, როგორც კონტრაქტორი კომპანია.

Milnet Satcom-ის განვითარებისთვის აშშ-ის კოსმოსური ძალების 2026 წლის ბიუჯეტიდან $277 მილიონი უნდა გამოიყოს. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა