მთავარიUncategorizedაშშ-მ რუსი ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი გარემოსცვის წევრების დაკავება დაიწყო

აშშ-მ რუსი ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი გარემოსცვის წევრების დაკავება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან კრემლისა და მისი ჯარისკაცების მხარდაჭერაში, რიგი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო ზომები წამოიწყო, სანქციების დარღვევის გამო. აშშ თაღლითობაში დადანაშაულებული რუსი ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლის „ახალი თავის“ შესახებ აცხადებს.


VTB ბანკის პრეზიდენტის, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი ბრალდებულია ფულის გათეთრებაში და სანქციების დარღვევაში. მისი ორი თანამოაზრე, ვადიმ ვოლფსონი და განონ ბონდი შეერთებულ შტატებში დააკავეს იმ ბრალდებით, რომ ისინი რუს ოლიგარქს კოლორადოს 12 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების გადამალვაში დაეხმარნენ.  კოსტინი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება, კვლავ თავისუფალია.


ამასთან, შვეიცარიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქის, ვლადისლავ ოსიპოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდა. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობაში, ის დაკავშირებულია ძვირადღირებული იახტის „ტანგოს“ შენარჩუნებასთან, რომელიც რუს ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის.


ოსიპოვი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე რიჩარდ მასტერსთან ერთად, უკვე დაადანაშაულეს ამ იახტის მესაკუთრეობის დამალვაში. ვაშინგტონში, რუს ბიზნესმენს ბრალი საბანკო თაღლითობაში წაუყენეს.

გარდა ამისა, სერჰი კურჩენკო, პრორუსი, მეტალურგიის უკრაინელი მაგნატი, ფლორიდის შტატში სანქციების თავიდან აცილების მცდელობაში დაადანაშაულეს. აშშ ასევე ცდილობს სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვიქტორ პერევალოვისთვის ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ჩამორთმევას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა