მთავარიმსოფლიობროვარიში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა - ჯამში 16 ადამიანი დაიღუპა

ბროვარიში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა – ჯამში 16 ადამიანი დაიღუპა

ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ.

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს ცნობით, კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. 

„დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი“ – აცხადებს კლიმენკო.

მისი ცნობით, ჯამში ავიაკატასტროფას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 9 ვერტმფრენში იმყოფებოდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია.

კლიმენკოს ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი, მათგან 10 ბავშვი და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა