მთავარითავდაცვა-შეიარაღებაგარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვიცეპოლკოვნიკი ვანო ნადირაძე - დიდება გმირებს!

გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვიცეპოლკოვნიკი ვანო ნადირაძე – დიდება გმირებს!

გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ძაგანია ნადირაძის გარდაცვალების დეტალებს იხსნებს.

“ვანოსგან ვიმყოფებოდით სადღაც 19 კილომეტრში. ლოკაცია ჩამიგდო. მეუბნება ცუდად ვარო. დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთეთ, რეაგირება, დავურეკეთ სასწრაფოს, ამ ლოკაციაზე რომ მოსულიყო და გადავედით უკვე [წავედით]. მაქსიმალური სისწრფით ვიარეთ. მეგობრებთან ერთად ვიყავით. მოვედით და ასეთი კადრი დაგვხვდა, რომ ვანო დაიღუპა, სამწუხაროდ”, – ამბობს ძაგანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

მან გამოაქვეყნა მიმოწერა ნადირაძესთან.

“ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ” – წერს ნადირაძე თანამებრძოლებს და მის მისამართს აწვდის – “სასწრაფო გამოიძახეთ, ამ ადგილზე ვარ”.

55 წლის ნადირაძე წლებია უკრაინაში იბრძვის. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მედიასთან და ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!


წყარო: netgazeti.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა